საზოგადოება
19/05/2021

BTU-ს და ეროვნული მუზეუმის პარტნიორობით იტალიური ტექბრენდი Centrica-ს მასტერკლასი ჩატარდა

ფლორენციული უფიცის გალერეის გაციფრულების შემდეგ წამყვანი იტალიური ბრენდი Centrica საქართველოში მასტერკლასებს იწყებს.

და ვინჩის, ჯოტოს, კარავაჯოს და სხვა მხატვრების მიერ შექმნილი 1000-ზე მეტი უნიკალური ნამუშევრის გაციფრულების ავტორი კომპანია პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმში გამართავს და მათ ახალი ტექნოლოგიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

სფეროს წარმომადგენლების აზრით, კულტურის სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება სექტორს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, BTU-ს და Centrica-ს ერთობლივი პირველი მასტერკლასი, რომელიც TBC კონცეპტის სივრცეში ჩატარდა, მუზეუმის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული მუზეუმის, სხვადასხვა გალერეების, ხელოვნების, კულტურის და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, ნინო ენუქიძის თქმით, Centrica არის მოწინავე ბრენდი არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფილოში, რომელმაც ძალიან საინტერესო გამოცდილება შექმნა ფლორენციული უფიცის მუზეუმის გაციფრულებით.

„ჩვენთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, რადგან ეს არ არის მხოლოდ კულტურისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებისთვის, არამედ მათთვის ვისაც უნდა ახალი ცოდნის მიღება ასეთი ტექნოლოგიებით და გადაწყვეტილებებით. BTU ყოველთვის შეუწყობს ხელს ისეთ ინოვაციებს, რომელსაც Centrica გვთავაზობს," – აღნიშნავს ნინო ენუქიძე.

იტალიის ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლა იორიომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს ვორქშოპი არის შესანიშნავი მაგალითი, საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები ამ მიმართულებით და იტალია ყველთვის მხარს დაუჭერს.

ამავდროულად ვებინარზე Centrica–ს ერთ–ერთმა დამფუძნებელმა და აღმასრულებლემა დირექტორმა სტუმრებს გამოცდილებაც გაუზიარა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი მხატვრების მიერ შექნილი 1000-ზე მეტი უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ვირტუალურ გარემოში ინტეგრირება და ინოვაციური გამოცდილების შეთავაზება დამთვალიერებლისთვის, ის პროექტია, რომლითაც Centrica–მ სახელი გაითქვა. ინტერაქტიული სისტემების და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფართო ეკრანებზე შექმნილი პროექციები საგანმანათლებლო მიზნისთვის იქმნება და კულტურის მოწინავე ტექნოლოგიად მიიჩნევა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023