BTU "ინიციატივა 5.0" პანელური დისკუსიების სერიას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იწყებს
საერთაშორისო პანელური დისკუსიების სერია „ინიციატივა 5.0“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით, 2021 წლის 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ BTU-სა და პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევარები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.
კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.
იზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტმა ინიციარება გაუკეთა პროექტს „ინიციატივა 5.0“ რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: ფემტექი, მედიატექი, სამართლის ტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები განათლების ტექნოლოგიები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მეწარმეობა, კულტურის ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები და სხვ.
Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში.
პანელური დისკუსიების სერია ,,ინიციატივა 5.0“ 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება.
პანელურ დისკუსიებზე დამსწრეთა რეგისტრაცია, მიმდინარეობს ბმულზე
განრიგი
28 ივნისი
ციფრული ეკონომიკა (Digital Economy) - 11:00 - 14:00
მწვანე ტექნოლოგიები (GreenTech) - 15:00 - 17:00
29 ივნისი
ჯანდაცვის ტექნოლოგიები (HealthTech) - 11:00 - 13:00
აგრარული ტექნოლოგიები (AgriTech) - 14:00 - 16:00
30 ივნისი
სამართლის ტექნოლოგიები (LegalTech) - 11:00 - 13:00
განათლების ტექნოლოგიები (EduTech) - 14:00 - 16:00
1 ივლისი
მედიატექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება (MediaTech & Cybersecurity) - 11:00 - 12:00
კულტურის ტექნოლოგიები (CultureTech) - 13:00 - 14:00
ქალთა ტექნოლოგიები (FemTech) - 15:00 - 16:00