საზოგადოება
23/02/2021

ბრიტანეთის ელჩი: მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად

ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოში განვთარებულ მოვლენებს Twitter-ის პოსტით გამოეხმაურა.

„ამ დილით ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისში მომხდარი მოვლებებით შეძრწუნებული ვარ. თბილისში ძალადობა და ქაოსი ყველაზე ნაკლებად სჭირდება საქართველოს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში,“ – წერს კლეიტონი.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის უკვე დაანონსეს აქციებიც.