საზოგადოება
13/03/2023

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი. მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით, ასევე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

ბორჯომ-ბაკურიანის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ლოკაციებზე:

ბაკურიანი:დაბა ბაკურიანის, აღმაშენებლის 1.18-ში მდებარე მარკეტში.

ბორჯომი:  თიბისის ფილიალში და ბორჯომში არსებულ მარკეტში, მისამართზე - მესხეთის ქუჩა #5.

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.

შეღავათი ბაკურიანში TBC ბარათებზე

მგზავრობის საფასური ბაკურიანში 1 ლარი იქნება. შეღავათები გავრცელდება დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის სკოლის მოსწავლეებზე,  დღეში 4-ჯერ უფასო არის მგზავრობა. იმისათვის რომ მოსწავლემ შეძლოს შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა საჭიროა იქონიოს თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათი. შეღავათის გავრცელება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.

პერსონალური ბარათები

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება  შეღავათიანი ტარიფები  (ნულოვანი ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022