საზოგადოება
11/02/2022

BOGG-ის მხარდაჭერით POSTRED-ის პროექტი "ექო" იწყება

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.  12 თებერვალს, არტარეას გალერეაში (მის: დოდო აბაშიძის 10), „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ დაიწყება და 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

„ექო“ აუდიო-ვიზუალური ინსტალაციაა, რომელიც ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. ეს არის ერთგვარი ინტერაქციული მოგზაურობა, რომელიც ჯერ არარსებულ ნაწარმოებში, პერსონაჟად გვამოგზაურებს.

 „ექო“ ოთახია, სადაც შესულ ადამიანს მხოლოდ სარკეებად ქცეული კედლები და მოციმციმე გამოსახულება დახვდება. მოგზაურს თან მხოლოდ პლანშეტი აქვს, რომლის ეკრანზეც ნელ-ნელა კითხვები ისახება. ყოველ კითხვაზე გაცემულ პასუხს, ოთახში გაფანტული შესაბამისი ხმები და გამოსახულება მოჰყვება. დაახლოებით ხუთწუთიანი ციფრული თავგადასავლის შემდეგ კი, ოთახიდან ინსპირაციით მოცული და შემოქმედებითად დამუხტული ადამიანი გამოდის.

„ექო“ ელის ნებისმიერს, ვისაც წარმოსახვის გავარჯიშება ან, უბრალოდ, რამდენიმე წუთის ფანტასტიკურ სამყაროში გატარება სურს.

„ექოს“ ოთახი ღიაა ყოველდღე: სამუშაო დღეებში 16-დან 22 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 13-დან 22 საათამდე. კოვიდუსაფრთხოების მიზნით, შეგიძლიათ, წინასწარ დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე projectecho.ge ან პირდაპირ ესტუმროთ არტარეას გალერეას.

POSTRED-ი პოსტპროდუქციის სტუდიაა, რომელიც ადგილობრივი კინოსტუდიების გარდა, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კინო და ტელეკომპანიებთან (მათ შორის, Netflix, HBO, A24, Amazon Prime და სხვა).  

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023