საზოგადოება
09/02/2022

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელია დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად  ოთარ დანელია დანიშნა. 
 
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და აღნიშნულ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება, ვინაიდან ბიზნესის განვითარება ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.
 
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. 
 
ოთარ დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023