ბიზნესისთვის რეგიონებში გაზი გაძვირდა
1 დეკემბრიდან რეგიონებში გაზი გაძვირდა, თუმცა მხოლოდ ბიზნესისთვის.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის გაძვირებაზე სოკარ ჯორჯია გაზმა, თელავი გაზმა და ინტერგაზმა განაცხადეს.
კომპანიების ცნობით, საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი დღგ-ს ჩათვლით 1,15 ლარი იქნება.
„სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი თბილისში თითქმის ერთი წელიწადია გაიზარდა.
„თბილისი ენერჯის“ მომხმარებლები კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.10 ლარს იხდიან. მანამდე მოქმედი ტარიფი იყო 86 თეთრი იყო.