საზოგადოება
23/09/2021

ბექა გონაშვილი აგრარულ სკოლაზე: მიხო სიმონიშვილი მართლა საშვილიშვილო საქმეს აკეთებს

მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტი ბექა გონაშვილი მიხეილ სვიმონიშვილის შვეიცარიულ აგრარულ სკოლას აფასებს და ამბობს, რომ საშვილიშვილო საქმე კეთდება. 
 
მისი თქმით, ვისაც მეცხოველეობის მიმართულებით საქმიანობა სურს, ეს სკოლა უნდა გაიაროს. 
 
"ვიყავი დმანისში, სოფელ სარკინეთტან ახლად დაარსებულ, შექმნილ, აშენებულ და უკვე საქმე დაწყებულ ქართულ-შვეიცარიულ სკოლაში “კავკასია”, რომელიც შექმნილია მიხო სიმონიშვილის მიერ! სასწაული ადგილი და სასწაული მომავლის ხედვა ამ ერთ პატარა ადგილას!
 
სტუდენტებზე უკვე აქვთ განაცხადები, წელს 11 სტუდენტი ჩაირიცხება და დაიწყებენ სწავლას, სადაც შეისწავლიან როგორც ცხოველის მოვლას, კვებას, წველას, ასევე ყველის დამზადებას. იქნება მოკლე კურსებიც სხვადასხვა მიმართულებით გადასამზადებლად.
 
შეხედეთ ამ გარემოს, სურათებით ბევრს ვერ აღწერ, ვერც სიტყვებით, უბრალოდ დამიჯერეთ და ვისაც გსურთ მეცხოველეობის მიმართულებით საქმიანობა ეს სკოლა უნდა გაიაროთ, თანაც დიდი სიამოვნებით გაივლით დარწმუნებული ვარ.
მადლობა მიხო სიმონიშვილს, მართლა საშვილიშვილო საქმის შექმნაში!
მადლობა ბევრ ჩართულ პირს, როგორც შვრიცარიაში (და ეს მხარდაჭერა პირადად ვიხილე) ისე ქვეყნის შიგნით!
 
მოკლედ, ვისაც მეცხოველეობა და ყველის წარმოება გაინტერესებთ აქ უნდა მოხვდეთ
 
სწავლა მხოლოდ 4000 ლარი ღირს ერთ სტუდენტზე",- წერს სოციალურ ქსელში ბექა გონაშვილი. 
ინფორმაციისთვის, კოლეჯის ძირითადი საქმიანობა პროფესიული პროგრამებია მეცხოველეობასა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთან, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ, გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, პროფესიულ სასწავლებელში უზრუნველყოფილია სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ბაზაზე მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა იფუნქციონირებს.