საზოგადოება
09/10/2021

ბათუმის ტრაგედიას 9 ადამიანი ემსხვერპლა - 11 ოქტომბერი გლოვის დღეა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ ნანგრევებში მეცხრე ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს.

"ვუსამძიმრებ ოჯახებს. ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეწყდება",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, შესაბამისი განკარგულება მთავრობამ უკვე გამოსცა. განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2021 წლის 8 ოქტომბერს,

გლოვის დღესთან დაკავშირებით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

Businesspartner