საზოგადოება
07/02/2022

ბაკურიანში საბაგიროს გაჩერების მიზეზს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 6 თებერვალს ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგიროს გაჩერების მიზეზების დასადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჯგუფი უახლოეს მომავალში დაადგენს საბაგიროს გაჩერების გამომწვევ მიზეზს, რასაც რეაგირება მოჰყვება. 

"შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სექტორის პროფესიონალებით. ჯგუფი მოკლე ვადაში მოახდენს გუშინდელი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, რასაც მოყვება შემდგომი რეაგირება. ეკონომიკის სამინისტრო მონიტორინგს ვუწევთ ამ პროცესს და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით დღეს ბაკურიანში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ტურისტულ სეზონზე უნდა განვაგრძოთ მაღალი სტანდარტებით შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მომსახურება და მასპინძლობა ჩვენს ზამთრის კურორტებზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორის მოადგილის, თეიმურაზ გამცემლიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რამ გამოიწვია საბაგიროს შეფერხება - პროცესში, ქართული მხარის გარდა, ჩაერთვნენ ევროპელი სპეციალისტები.

"საბაგირო დღეს უკვე მუშაობს და დამსვენებლებს ემსახურება. ჩვენი ამოცანაა, დროულად შევისწავლოთ, რატომ გამოირთო აღნიშნული ტექნიკა ავარიულად, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები", - აღნიშნა თეიმურაზ გამცემლიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023