საზოგადოება
24/11/2021
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები.
"შესაბამისად, პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!,"-ნათქვამია განცხადებაში.