საზოგადოება
22/02/2021

ავთანდილ ენუქიძე: სახელმწიფო შპს-ები სავსეა არაპროფესიონალებით

პარლამენტის სხდომაზე პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძემ აღნიშნა, რომ პროექტებთან და ტენდერებთან დაკავშირებით ხარვეზებია, ასევე სახელმწიფო შპს-ები სავსეა არაპროფესიონალებით.

ენუქიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიმართა, რომ ის პოლიტიკური მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაშია, მმართველ გუნდს არ უნდა გაუკვირდეს. თანამდებობის პირების ვინაობა და პროფესიონალიზმი გადასახედია. ასევე, არ ასებობს იდეოლოგია, თუ არავინ იკითხა რა გაკეთდა, ისე არავინ გპასუხობს.

„რაც შეეხება პროგრამებს, არ შეიძლება ევროკავშირის პროექტების უცვლელად გადმოტანა, აუცილებელია მოერგოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ყოველწლიურად სოფლებში გამოყოფილია თანხა წყლის, გზის და სხვადასხავა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, თუმცა სწორად თუ არ გადანაწილდა, შედეგი არ აქვს. სჯობს რიგ–რიგობით გაკეთდეს და ხარისხიანად. უამრავი დაკონსერვებული პროექტია, მათ შორის ფოთის პორტის ტენდერი. თითქმის სულ არაქართული კომპანია იმარჯვებს, თურქები, ჩინელები და ა.შ მანახეთ რომელ ქვეყანაში მუშაობენ ქართველები!?“– თქვა ავთანდილ ენუქიძემ.