საზოგადოება
07/03/2022

"აწარმოე უკრაინისთვის" კამპანიის ფარგლებში უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა"

„აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით დაწყებული კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირველი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა.

ქართული კომპანიების მხარდაჭერითა და თანადგომით შეგროვდა 40 ტონამდე სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია, რომელიც უკრაინელ ხალხს გადაეცემა.

„ქართული კომპანიების დახმარებით დღეს უკრაინაში გავაგზავნეთ სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის პირველადი მოხმარების ნივთები, ბავშვთა კვება, ტანსაცმელი, ჰიგიენა, სხვადასხვა არამალფუჭებადი საკვები. დარწმუნებული ვარ, ახლა, როდესაც უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა, ეს იქნება მოკრძალებული წვლილი მათ დახმარებაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, ვინც ჩაერთო „აწარმოე უკრაინისთვის" კამპანიაში, ასევე „საქართველოს ფოსტას", რომელმაც უზრუნველყო ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკა და ავიაკომპანია „იზი ჩარტერს", რომელმაც დიდი დახმარება აღმოგვიჩინა", - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023