საზოგადოება
28/02/2022
ასოციაცია "ანიკა" ეტლით მოსარგებლე უკრაინელებს საცხოვრებლით დაეხმარება
არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "ანიკა" ეტლით მოსარგებლე უკრაინელებს საცხოვრებლით დაეხმარება.
"ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი სოლიდარობის ნიშნად, გვსურს წვლილი შევიტანოთ მათ დასახმარებლად.
ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან ეტლით და ამჟამად იმყოფებიან საქართველოში ან სურთ საქართველოში ჩამოსვლა, შეგვიძლია ვუზრუნველყოთ საცხოვრებლით და საკვებით. ჩვენი შენობა სრულად არის ადაპტირებული და მზად ვართ ვუმასპინძლოთ 6 ადამიანს."– ნათქვამია ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.