საზოგადოება
12/04/2021

აშშ-ს ელჩი: ვაქცინაცია მნიშვნელოვანია ეკონომიკური ცხოვრების რიტმის დასაბრუნებლად

აშშ-ს ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ცხოვრების რიტმის დასაბრუნებლად ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამისთვის აუცილებელია ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

"ვაქცინაცია მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმისთვის რომ აღდგეს ეკონომიკური ცხოვრების რიტმი და ადამიანები დაუბრუნდნენ ცხოვრების ძველებურ რიტმს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაციის მიწოდება რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო. უნდა ამაღლდეს ცნობიერება ამ მიმართულებით თუ როგორ შეუძლია ვაქცინაციას პანდემიის დასრულება. გთხოვთ, განაგრძეთ პირბადის ტარება და ყველა იმ წესის დაცვა, რაც აუცილებელია პანდემიის პერიოდში", - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში ასევე ისაუბრა საქართველოს აგროტურისტულ შესაძლებლობებზე.

"ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია ბევრი რამის შეთავაზება განსაკუთრებით აგროტურიზმის მიმართულებით. კარგი ინიციატივაა პლატფორმის შექმნა რაც აგროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია ლოჯიტიკური კრიზისის გადაჭრა, რაც საზოგადოების მოთხოვნაა. ასევე არჩეულმა წევრებმა დაიწყონ ისეთ საკითხებზე მუშაობა რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამ გამოწვევებზე უნდა იმუშაოს მთლიანად პარლამენტმა სრული შემადგენლობით. მჯერა, რომ მხარეები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას", - განაცხადა კენი დეგნანმა.