საზოგადოება
27/02/2022

Artist for Ukraine - ქართველი არტისტები NFT კოლექციის გაყიდვიდან თანხას უკრაინის ფონდში გადარიცხავენ

უკრაინის მხარდამჭერ უამრავ ინიციატივას ქართველი არტისტები უერთდებიან.

Facebook-ში სპეციალურად ჯგუფი Artists for Ukraine შეიქმნა, სადაც გაჩნდა ინიციატივა NFT კოლექციის შექმნასთან დაკავშირებით, აქედან მიღებული თანხა კი სრულად გადაირიცხება უკრაინის ფონდში.

"ძალიან გვეამაყება როცა ამდენ ადამიანს ვხედავთ რუსთაველზე და გვიხარია რომ ჩვენ ყველა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს! 

უკრაინას დღეს ჩვენი დახმერება ჭირდება! მიგვაჩნია, რომ ყველას შეგვიძლია ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც რეალურ შედეგს დადებს. პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნლოვანი გზა არის ხელოვნება.

დღევანდელ დღეს ციფრული ხელოვნება არის უდიდესი მოძრაობა და ალბათ ყველამ მინიმუმ ერთხელ მაინც გაიგეთ NFTების შესახებ.
საქართველოში გვყავს ძალიან ბევრი არტისტი და ხელოვანი, რომელსაც გული შესტკივა უკრაინის ამბებზე. ჩვენ გვინდა რომ გავაერთინაოთ ყველა ეს არტისტი ერთი ქოლგის ქვეშ “Artist for Ukraine”. შევქმნათ NFT კოლექცია, რომელიც გამოხატავს ქართველი არტისტების გულის ტკივილს დღვენადელ ომთან დაკავშირებით.

ეს კოლექცია შემდეგ გაიყიდება NFTებად და მთლიანი შემოსული თანხა გადაერიცხება უკრაინის ფონდში. უკრაინის მთავრობამ თვითონვე გამოაქვეყნა კრიპტო ანგარიშების მისამართი, სადაც პირდაპირ გადავურიცხავთ თანხას.

გვინდა მივმართოთ ყველა არტისტს, ვისთანაც ხმა მიგვიწვდება - ფოტოგრაფი, digital artist ან სხვა: გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები, რომლებიც უკავშირდება უკრაინას, მშვიდობას, თავისუფლებას ან ნებისმიერ რამეს რაც თქვენ გონიათ, რომ უნდა იყოს კოლექციის ნაწილი.
ჩვენ მოვაგვარებთ ტექნიკურ ნაწილს, შევქმნით ვებსაიტს, დავწერთ სმარტ კონტრაქტს და ა.შ.

არტის გამოგზავნის დედლაინი არის 28 თებერვალი 11:00 AM.
პროექტის ჩაშვების დრო 28 თებერვალი 15:00 PM.

შეავსეთ ეს ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით დამატებითი დეტალების საჭიროების შემთხვევაში.

ასევე შემოგვიერთდით Facebook Group-ში.

დიდება გმირებს!
GLORY TO UKRAINE
Artists for Ukraine!" - წერს სოციალურ ქსელში Swing Fastival-ის დამფუძნებელი ლადი გაბუნია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023