საზოგადოება
25/02/2022

არქიმანდრიტი ლონგომოზი კიევიდან : მადლობა საქართველოს, რომელმაც შეგვიფარა

საქართველოში ვიზიტად მყოფი პილიგრიმთა ჯგუფი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, სასტუმროებში განთავსდნენ.

უკრაინელების ჯგუფი საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა და 24 თებერვალს უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მათ საქართველოში დარჩენა მოუწიათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით კი ისინი სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.

“17 თებერვალს ჩამოვედით საქართველოში, ამ მართლაც დალოცვილ ქვეყანაში წმინდა ადგილების მოსალოცად. გუშინ ღამე უნდა დავბრუნებულიყავით სამშობლოში, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ომია, დაკეტილია საზღვრები. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც შეგვიფარა, თავს ვგრძნობთ როგორც სახლში. სამწუხაროდ არ ვიცით უკრაინაში დაბრუნებას როდის შევძლებთ, იმედია მშვიდობა მალე დაისადგურებს. “ - აცხადებს ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი კიევიდან მამა ლონგომოზი.

უკრაინელი ტურისტები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო.სასტუმროში უკრაინელ ტურისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა და მათ თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ დილიდან აამოქმედა უფასო ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100 მდე უკრაინელმა ტურისტმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023