საზოგადოება
31/03/2021

ამირან გამყრელიძე: თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, მესამე ტალღას ვერ ავცდებით

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აცდება.

მან ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია სექტემბრის პერიოდს შეადარა და აღნიშNა, რომ ბოლო 2 კვირაში მდგომარეობა უარესდება.

“თუ არ დავიცავთ, რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული, შევიდეთ მესამე ტალღაში.

კლასტერული შემთხვევების ტენდენცია გამოჩნდა, რომელიც პირველი ნიშანია, რომ განგაშის ზარი შემოკრა. მცირე ეპიდაფეთქებებია “აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჯგუფური შემთხვევები გვაქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რაიონებში რეგულაციების შესრულებასთან დაკავშირებით არ არის კარგი მდგომარეობა და ისევ  იმართება დიდი თავყრილობები, ქორწილები, ქელეხები.

"მარტის მრუდი ჯერ-ჯერობით საკმაოდ კარგი მაჩვენებლით გვაქვს, ამიტომ გვინდა, მარტის მრუდი შევინარჩუნოთ აპრილშიც და მაისის პირველ ნახევარშიც. თუ ჩვენ ამას ერთობლივად შევძლებთ და ამის ერთადერთი იარაღი გახლავთ რეკომენდაციების დაცვა, მაშინ ჩვენ მაისის მეორე ნახევრიდან იმის იმედით ვიქნებით, რომ მესამე ტალღას ავცდებით. რეკომენდაციებს თუ არ დავიცავთ, სიტუაცია გაუარესდება,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.