საზოგადოება
31/03/2021

ამირან გამყრელიძე: წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაცია გაუარესდა.

მისი თქმით, რეგიონებში შეინიშნება კლასტერული შემთხვევების ტენდენციები. რაიონებში იმართება დიდი თავყრილობები, ქორწილები და ქელეხები.

“წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება. მცირე ეპიდაფეთქებაა “აჭარა ტექსტილში“, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, იქ 88-მდე შემთხვევა გვაქვს.  გვაქვს შემთხვევები იმერეთში, ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებული სოფლების ჯგუფი. იქ წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმება და ტარდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელი ამბობს, რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვაა საჭირო, რათა კორონავირუსის მესამე ტალღას ავცდეთ.