საზოგადოება
01/02/2022

ამირან გამყრელიძე: "ომიკრონით" გვაქვს როგორც გართულებები, ისე ფატალური შემთხვევები

ქვეყანაში 90%-95% "ომიკრონის" შტამი ცირკულირებს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ომიკრონს" "დელტასთან" შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, თუმცა გართულებები მასაც ახლავს და დაფიქსირებულია გარდაცვალების შემთხვევებიც. 

"ხშირად ისმის კითხვა "ომიკრონისგან" ადამიანები იღუპებიან თუ არა. რატომღაც მოარული ინფორმაციაა, რომ "ომიკრონი" ძალიან მსუბუქია და გადავიტანთ, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. "ომიკრონით" გვაქვს, როგორც გართულებების, ისე ფატალური შემთხვევები", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, ქვეყანაში "ომიკრონის" 1754 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, აქედან შესწავლილია 1184, საიდანაც 50% იყო ორჯერ ვაქცინირებული, 14% რეინფიცირებაა. 38-ის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა, გარდაიცვალა 3. 

"თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დეკემბრის მეორე ნახევარში ან იანვრის განმავლობაში, "ომიკრონისგან" გარდაიცვალა მხოლოდ 3 ადამიანი", - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

ამირან გამყრელიძე ხაზგასმით აღნიშნავს ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ბუსტერდოზის.  

რაც შეეხება ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთული არ არის. 

"ძირითადი დატვირთვაა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე, მაგრამ სისტემა მუშაობს და უძლებს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023