საზოგადოება
11/01/2022

ამირან გამყრელიძე: ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას

ამირან გამყრელიძის განცხადებით Pfizer-ის ბუსტერის გაკეთების შემდეგ 70-80% უფრო დაცულია ადამიანი ომიკრონით ინფიცირებისგან.

მისივე თქმით, იმისათვის რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინდიკატორზე გავიდეთ, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.

“ერთ-ერთი მთვარი რეკომენდაცია იქნება, რომ აიცრან 50 წელს ზემოთ ადამინები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბუსტერიზაციას სამედიცნო პერსონალისთვის. ომიკრონით გამოწვეული შემთხვევების ზრდის მთავარი გამოწვევა სწორედ ისაა, რომ ერთდროულად შეიძლება დაინფიცირდეს სამედიცინო პერსონალი და გაჩნდეს ადამიანური დეფიციტი ჰოსპიტლებში და ჯანდაცვის ქსელში. ყველა კოლეგას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად გაიკეთონ ბუსტერი, რომ არ შეგვექმნას წინა ხაზზე მყოფი ადამიანების დეფიციტი ქვეყანაში. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს ტესტირების გაფართოებას და ვირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.”-აცხადებს ამირან გამყრელიძე.