საზოგადოება
09/04/2021

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია უარესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ეპიდსიტუაცია უარესდება, მათ შორის საქართველოში. 

თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია სრულად მართვადია. 

“კორონავირუსის 600-700 ახალი შემთხვევა მართვადია, რადგან ქვეყანას მეტი შემთხვევების მართვის გამოცდილება აქვს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მან ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულთა რიცხვი 18 000-მდე გაიზარდა. აქედან 7 210 “ფაიზერით“ არის აცრილი, დანარჩენი “ასტრაზენეკათი“. 

ინფორმაციისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში არის “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერის“ ვაქცინები. აგრეთვე შემოტანილია ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანაში არ გამოიყენება. აღნიშნული ვაქცინა ჯანმოს აღიარებას აპრილის შუა რიცხვებში ელოდება.