
საზოგადოება
24/08/2021
ამირან გამყრელიძე: დასწრებული სწავლის დაწყებაზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ
დაავადებათა ეროვნული ცენტრი სწავლის აუდიტორიის სივრცეში დაწყებაზე რეკომენდაციას არ იძლევა.
"დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით დასწრებული სწავლა ვერ დაიწყება, დაავადებათა ეროვნული ცენტრი არსებული მაჩვენებლების შესაბამისად დასწრებული სწავლების რეკომენდაციას ვერ გასცემს.
დასწრებული სწავლის დაწყების პირობად განვიხილავთ დადებითობის მაჩვენებლის მინიმუმ 4%-ზე დაბლა ჩამოსვლა, ამავდროულად პედაგოგთა და სკოლაში მომუშავეთა 80% უნდა იყოს აცრილი რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დისტანციურ სწვალებას, ის დაიწყება, როგორც ამას გადაწყვეტს განათლების სამინისტრო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.