საზოგადოება
12/08/2021
ამირან გამყრელიძე: არ არის გამორიცხული ვირუსმა კაცობრიობას ახალი სიურპრიზები მოუვლინოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვირუსის ცირკულირების ფონზე, არ გამორიცხავს, კოვიდმა კაცობრიობა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენოს.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ეს ახალ მოცირკულირე შტამებს უკავშირდება.
"ცირკულირებს როგორც "დელტა" შტამი, ასევე "დაელტა +" და არ არის გამორიცხული ვირუსმა კაცობრიობას სხვა სიურპრიზებიც დაუყენოს.
ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა შტამის ცირკულაციას. ლუგარში დადასტურებული შემთხვევების 90%, სამწუაროდ, მოდის "დელტა" შტამზე, რომელიც ხასიათდება მეტი აგრესიულობით, მეტი გავრცებადობით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ამიტომაც გვაქვს ვირუსის სერიოზული გავრცელება, სხვა მიზეზებთან ერთად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.