საზოგადოება
29/06/2021

ამერიკული აკრედიტაცია და ამერიკული სკოლის დიპლომი საქართველოში

„პროგრეს ედუქეიშენი“ მე-9 კლასიდან სთავაზობს ქართველ მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ აშშ-ის უმაღლესი სკოლის დიპლომი საქართველოში, ქალაქ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში. სასკოლო პროგრამა აკრედიტირებულია აშშ-ის უმაღლესი სკოლებისთვის აკრედიტაციის მიმნიჭებელი სააგენტოს AndvancED-ის მიერ. ამერიკის უმაღლესი სკოლის დიპლომის მისაღებად მოსწავლეებმა უნდა გაიარონ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები ინგლისურ ენაზე, რის შემდეგაც, მოსწავლეები იღებენ იმავე დიპლომს, რასაც გასცემენ აშშ-ს უმაღლესი სკოლები.

გარდა ამერიკული აკრედიტაციისა, 2021 წლის 4 ივნისს „პროგრეს ედუქეიშენის“ მმართველმა პარტნიორებმა, თამარ კერძაიამ და ნინო ჩიკვაშვილმა ხელი მოაწერეს TOEFL-ის ოფიციალური წარმომადგენლობის ხელშეკრულებას. TOEFL-ის ავტორიზებული ცენტრი პირველად საქართველოში, ქალაქ ქუთაისში გაიხსნება. მოსწავლეებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ „პროგრეს ედუქეიშენში“ გაიარონ TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი და ჩააბარონ TOEFL-ის გამოცდა „პროგრეს ედუქეიშენის“ ავტორიზებულ ცენტრში.

TOEFL-ის გამოცდის ჩაბარება საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მოიპოვონ გრანტი და ისწავლონ ევროპულ, ამერიკულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებში. „პროგრეს ედუქეიშენის“ კვალიფიციური კონსულტანტების მეშვეობით დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა გრანტისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ, შეარჩევენ სასურველ პროფესიას და უნივერსიტეტს, გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღებენ რჩევებს, შესაბამისი ქვეყნისა და ქალაქის ცხოვრების დონის, პირობებისა და სხვა ადგილობრივი თავისებურებების შესახებ.

„პროგრეს ედუქეიშენი“ დაფუძნდა ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ბაზაზე, რომელიც 20 წელია ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში. სკოლას სამი ფილიალი აქვს საქათველოში - ქალაქ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების College Board-ის მიერ. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეები იღებენ ორმაგ ატესტატს - როგორც ქართულს ისე საერთაშორისოს.

„ჩვენს მისიას - მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვას და ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის ხელშეწყობას - უკვე ასეულობით ჩვენი მოსწავლე და კურსდამთავრებული ამართლებს“- განმარტავს „პროგრეს ედუქეიშენის“ მმართველი პარტნიორი, ნინო ჩიკვაშვილი.

“პროგრეს ედუქეიშენი“ არის ყველაზე მოკლე გზა ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეებისთვის ისწავლონ საქართველოში და მიიღონ ამერიკული სკოლის დიპლომი, ასევე დაეუფლონ ინგლისურ ენას, ჩააბარონ ადგილზევე Toefl-ის გამოცდები და მიიღონ დაფინანსება ევროპულ, ამერიკულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ხარისხიანი განათლების გარეშე შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“- აღნიშნავს „პროგრეს ედუქეიშენის“ მმართველი პარტნიორი, თამარ კერძაია.