საზოგადოება
27/07/2021

ალკოჰოლური სიმთვრალის დროს ტრანსპორტის მართვისთვის განსხვავებული სანქციები დაწესდება

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის განსხვავებული სანქციები დაწესდება და ის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობაზე  იქნება დამოკიდებული. ცვლილებას “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები დეპუტატები ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი არიან. 

კანონპროექტის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს:

  • თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილეა, - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.
  • თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.