საზოგადოება
18/01/2022

ახალი კვლევის მიხედვით, Pfizer-ის მეოთხე დოზა ომიკრონის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტიანია

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მეოთხე დოზა არასაკმარისი აღმოჩნდა ომიკრონის ინფექციის თავიდან ასაცილებლად, წინაწარი მონაცემები ისრაელმა გამოაქვეყნა, სადაც ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ვაქცინის დამატებითი დოზა მიიღო.

"თელ-ავივში, Sheba Medical Center-ის 154 სამედიცინო პერსონალზე ჩატარებული ცდის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვაქცინა ზრდის ანტისხეულების დონეს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ იცავს ომიკრონის წინააღმდეგ. ვაქცინები, რომლებიც უფრო ეფექტური იყო კორონავირუსის წინა შტამების წინააღმდეგ, omicron-ის მიმართ ნაკლებად ეფექტურია."– თქვა წამყვანმა მკვლევარმა.

Sheba-ს მკვლევარები ასევე ატარებენ ტესტირებას Moderna-ს ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენებით 120 მოხალისეზე, რომლებსაც გაკეთებული აქვთ Pfizer-BioNTech-ის 3 დოზა.– ინფორმაციას Bloomberg–ი აქვეყნებს.

გასულ კვირას ევროკავშირის მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ Covid-19-ის ხშირმა გამაძლიერებელმა აცრებმა შეიძლება შეასუსტოს იმუნური სისტემა.

ინფორმაციისთვის, ისრაელმა ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენება 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის დეკემბრის ბოლოს დაიწყო, რადგან ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023