საზოგადოება
08/07/2021

ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები იწყება

ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები იწყება.ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული  სამთვიანი სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, სატყეო საქმის სპეციალისტები, ინვენტარიზაციის სამუშაოებს 30 ათას ჰა ფართობზე განახორციელებენ. მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების მესამე ეტაპი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და ორგანიზაცია „Zavita” მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გასული ორი წლის განმავლობაში, წარმატებულმა მეტყევეებმა  ინვენტარიზაციის სამუშაოები ლაგოდეხში, ახმეტაში, დედოფლისწყაროსა და  სიღნაღში განახორციელეს.   ამ მიმართულებით საქმიანობას სააგენტო 2021  წელსაც აგრძელებს. 

„მნიშვნელოვანია, რომ გადამზადების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მეტყევე-ტაქსატორების ახალი ნაკადი  ინვენტარიზაციის სამუშაოებს ამჯერად ადიგენის მუნიციპალიტეტში განახორციელებენ. სატყეო საქმის სპეციალისტების დასაქმება,  გასული წლების მსგავსად,  სააგენტოს ერთ-ერთ  პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ მათზეა დამოკიდებული  სექტორის განვითარება“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა.

ტყის ინვენტარიზაციის პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ უკვე განახლებულია ინფორმაცია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და ტყის მართვის გეგმები მომზადებულია მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020