საზოგადოება
29/06/2021

$42 500 დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის - ინოვაციური კონკურსი გამოცხადდა

USAID-ის, Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობის ფარგლებში, დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის ინოვაციური კონკურსი გამოცხადდა, რომლის საპრიზო ფონდი $42,500-მდეა. 

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, დეზინფორმაცია ციფრული ერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა და მას პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილება და, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი აზრის კონტროლი შეუძლია. 

კონკურსის ფარგლებში, ჟიურის წევრები გამოავლენენ გამარჯვებულებს, რომლებსაც დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეთავაზება შეუძლიათ.

“ქართულ საინფორმაციო გარემოს საფრთხეს უქმნის არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოების გაყოფის და ქვეყნის შესუსტების მიზნით. ინფორმაციით მანიპულაცია რუსეთის “ჰიბრიდული ომის” მნიშვნელოვანი ელემენტია.  “საქართველოს ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” მიზანია იბრძოლოს ამის წინააღმდეგ საზოგადოების გაძლიერების გზით. ჩვენ შევკრიბავთ ქვეყნის ტალანტს ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით, რათა დავიცვათ საქართველო დეზინფომრაციისგან,” — განმარტავს მიხეილ ბენიძე “საქართველოს ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” დირექტორი.

კონკურსი 29 ივნისს 19:25 საათზე სპიკერების მასტერკლასით გაიხსნება:

ნარინე ხაჩატრიანი – Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი. ის ისაუბრებს როგორ იყენებენ Bellingcat-ში ტექნოლოგიებს საგამოძიებო საქმიანობაში.

ალისტერ კოლემანი – BBC Monitoring-ის წამყვანი ჟურნალისტი. ის არის დეზინფორმაციის სპეციალისტი, მას არაერთი ნაშრომი აქვს როგორც ამ თემაზე, ასევე ტერორიზმზე, კიბერუსაფრთხოებაზე, კონსპირაციის თეორიაზე და კოვიდთან დაკავშირებულ ანტი-ვაქსერების საკითხზე.

ბათუ ქუთელია – ყოფილი ელჩი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო თავდაცვის სისტემასთან, დაზვერვასთან და საგარეო საქმიანობასთან. შესაბამისად, ის გაგვიზიარებს ინფორმაციას რუსეთი საინფორმაციო ოპერაციების საფრთხის შესახებ.

ნინო რიჟამაძე – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი. ის ისაუბრებს თუ როგორ იყენებენ ტექნოლოგიებს, რათა არჩევნების დროს არ მოხდეს ამომრჩეველზე გავლენა დეზინფორმაციის საშუალებით.

“ეს პირველი პროექტია, რომელიც ტექნოლოგიების პროფესიონალებს შეკრებს, რათა უცხოური მანიპულაციის წინააღმდეგ გაილაშქრონ. ჩვენ გვჯერა, რომ კრეატიული სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების დახმარებით შევძლებთ ამ მანიპულაციებისგან თავის დაღწევას. თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გაღელვებთ, მიიღეთ მონაწილეობა ინფორმაციის ინტეგრირებისთვის ბრძოლაში,” — ამბობს კოლინ დონოჰიუ, Startap Grind-ის თბილისის ოფისის დირექტორი.

“დეზინფორმაცია სოციალური და ინსტიტუციური ნდობის შელახვით საქართველოს დემოკრატიულობაზე შეტევაა. განსხვავებული მოსაზრებები დემოკრატიის ჯანსაღი ნაწილია. თუმცა, უცხოური ძალების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება და ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირების ხელშეწყობა დემოკრატიაის ნაწილი არ არის. USAID ეხმარება საქართველოს საზოგადოებას გაძლიერდეს დეზინფორმაციის და სხვა დაგეგმილი მავნებლობის წინააღმდე. ამას ვახორციელებთ საზოგადოების გაერთიანების პრინციპით, რაც კერძო და საჯარო სექტორის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებას გულისხმობს,” — განმარტავს დევიდ ჰოფმანი, USAID-ის საქართველოში მისიის დირექტორი.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების გახსნის დღის შემდეგ იქნება ცნობილი.