საზოგადოება
27/05/2023

4-დღიანი სამუშაო კვირის პრაქტიკა ამართლებს - დაკვირვების პირველადი შედეგები

4-დღიანი კვირის გამოცდილების კვლევის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ეს პრაქტიკა პოტენციურად მომგებიანია კომპანიებისთვის, რადგან ახალისებს ინვესტიცებს ტექნოლოგიებსა და სწავლაში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ბრიტანეთში მდებარე ერთერთი ასეთი მცირე კომპანიის ყოველდღიურობა ასეა აღწერილი:

ორი თანამშრომელი კომპიუტერის ეკრანის წინ ზის და სახის კრემის შექმნაზე მუშაობს, თეთრხალათიანი მეცნიერი კი ფორმულას ამუშავებს, მისი კოლეგა ბოთლზე ეტიკეტს აკრავს.

ესაა კანის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის Five Squirrels-ის ოფისი, სადაც პერსონალი ცდილობს, გაზარდოს შრომის პროდუქტიულობა, რათა პარასკევს უქმე დღე ჰქონდეს და თანაც სრული კვირის ხელფასი მიიღოს.

კომპანიის მფლობელ ამბობს, რომ მისმა 15-მა თანამშრომელმა მიაღწია მიზანს მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისიდან უფრო მოკლე სამუშაო კვირაზე გადავიდა. ამასთანავე, კომპანიამ ყოველდღიურად შემოიღო 4-საათიანი პერიოდი, როცა თანამშრომლები აიგნორებენ ელექტრონულ წერილებს და არ პასუხობენ ტელეფონის ზარებს.

 

4-დღიანი სამუშაო კვირა იმ ეკონომისტებისა და საწარმოების მენეჯერების დიდ ინტერესს იწვევს,  მწარმოებლობის ზრდის ტემპების შემცირების პრობლემის მოგვარების გზებს ეძებენ.

 

ბრიტანეთში მწარმოებლურობა, რომელიც ერთ საათში მიღწეული წარმოების მოცულობით იზომება, 1970-იანი წლებიდან სტაბილურად იზრდებოდა 2%-ზე მეტად, თუმცა 2010-დან 2019 წლამდე პერიოდამდე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,75% იყო.

 

დაკვირვებამ აჩვენა, რომ 4-დღიან გრაფიკზე გადასვლის შედეგად მწარმოებლურობა ძირითად შემთხვევებში ძველ ნიშნულზე დარჩა, თუმცა ზოგიერთი კომპანიისთვის კვლავ აუცილებელია კვირაში უფრო დიდხანს მუშაობა, ვიდრე 4 დღე.

კომპანიების გამოცდილებამ აჩვენა, რომ 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლამ შესაძლოა დადებითი ეფექტი მოიტანოს, თუკი ეს მათ უბიძგებს უფრო მეტი თანხები დახარჯონ მოწყობილობებსა და პერსონალის სწავლებაზე.

ამის მაგალითია ზემოთხსენებული Five Squirrels-ი, რომლის ხელმძღვანელობამ შეიძინა ახალი ტექნოლოგიები, რათა მზისგან დამცავი კრემების, ნაოჭების საწინააღმდეგო, დასაბანი საშუალებებისა და კანის გამამკვრივებელი შრატების მცირე პარტიები ნაკლებ შრომატევადი მეთოდით გამოეშვა. გარდა ამისა, კომპანიამ ეტიკეტირების მანქანაც იყიდა.

 

ეკონომისტი ჟან-ემანუელ დე ნევე ამბობს, რომ არსებობს მორალური მიზეზი, რათა კომპანიები შეეცადონ სამუშაო კვირის შემცირებას იმ პირობებში, როცა ბევრი დასაქმებული ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს.

„უკვე თითქმის 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ  5-დღიან სამუშაო კვირაზე გადავედით. ასე რომ, დადგა დრო, უფრო გონივრულად ვიფიქროთ მომდევნო ნაბიჯებზე,“ - განაცხადა მან და იგულისხმა ჰენრი ფორდი, რომელმაც 1926 წელს 5-დღიანი სამუშაო კვირა შემოიღო.

იმ დროს, როცა მსხვილი კომპანიები 4-დღიანი სამუშაო კვირის დანერგვას სპკეპტიკურად უყურებდნენ, საქმეში ჩაერთო პანდემია,  რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი უცბათ გადავიდა საშინაო შრომაზე და აიძულა დამსაქმებლები, პრაგმატულად შეეხედათ მუშაობის სხვადასხვა მეთოდისთვის.

 

სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ვარიანტს ტესტავს. მაგალითად, ესპანეთი 10 მილიონ ევროს ხარჯავს მცირე მწარმოებლების 2-წლიანი სუბსიდირების პროგრამაზე, რათა მათ შეძლონ სამუშაო დროის მინიმუმ 10%-ით შემცირება ხელფასის შენარჩუნების პირობებში.

დიდ კომპანიებს შორის, რომლებიც 4-დღიანი სამუშაო კვირის ვარიანტებს განიხიალვენ, არის სამომხმარებლო საქონლის მსოფლიო გიგანტი Unilever-ი, რომელსაც 127 ათასი დამსაქმებელი ჰყავს.

კომპანიამ 4-დღიანი სამუშაო კვირა ახალი ზელანდიის 80 თანამშრომლისთვის, 18 თვის პერიოდით შემოიღო, შემდეგ კი  ექსპერიმენტში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა ავსტრიაში 500-მდე გაზარდა.

თუმცა არის საკითხის სხვა მხარეც: შესაძლოა დამსაქმებლები ენთუზიაზმით არ უყურებდნენ სიახლეებს, ამასთან, ზოგიერთ დასაქმებულს შეიძლება სურდეს მეტი მუშაობა და მეტი ფული.

 

Businesspartner