საზოგადოება
09/04/2021
4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება.
ეპიდემიოლოგების შეფასებით, ეს მობილობის შემცირების ერთ-ერთი საშუალებაა.
“ზოგადად მობილობის შემცირება გახლავთ გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი“,- აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს რეკომენდაციით მიმართავს, თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანონ.