საზოგადოება
26/11/2020

28 ნოემბრიდან ჩერდება მეტროც

გიორგი გახარია განმარტავს, რომ 28 ნოემბრიდან ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მეტროსაც ეხება. მისი ინფორმაციით, ტაქსებთან მიმართებაში სპეციფიური შეზღუდვები არ წესდება გარდა იმისა, რაც უკვე მოქმედებს – პირბადის ტარება და მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა.

„ტაქსებთან მიმართებაში არანაირი სპეციფიური შეზღუდვა გარდა პირბადის ტარების, რაოდენობის შეზღუდვის, არ წესდება. რაც შეეხება მეტროს, როდესაც ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, როგორც საავტომობილო, ასევე მეტროც“, – განაცხადა გახარიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.ამ ქალაქებში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტაქსითა და პირადი მანქანით. თუმცა ამ ქალაქებშიც ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გასვლა აკრძალულია.

გარდა ამ შეზღუდვებისა, მთავრობამ 28 ნოემბრიდან კეტავს მოლებსა და ბაზრობებს, რესტორნებს კი სტუმრების მიღებას უკრძალავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022