საზოგადოება
23/03/2021
28 მარტს მეტრო და ავტობუსი 01:00 საათამდე იმუშავებს
28 მარტს ფეხბურთის მატჩის გამო მეტრო და ავტობუსი 01:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ესპანეთი-საქართველოს მატჩი 20:00 საათზე იწყება. ვინაიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვაა დაწესებული, ყველა ბილეთის მფლობელს ავტომატურად მიენიჭება გადაადგილების უფლება.
მატჩს მაყურებლების მხოლოდ 30% დაესწრება, რეგულაციების დაცვით. ბილეთები კი, ონლაინ გაიყიდება.