საზოგადოება
05/08/2021

"2026 წლისთვის ყველა პროექტი სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიით განხორციელდება"

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 10 წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე საჯარო ფინანსების მართვაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაურბა.

მისი თქმით, რეფორმების შედეგად საქართველოში საჯარო ფინანსების მართვა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული და დადასტურებულია არაერთი საერთაშორისო რეიტინგების მიერ.

“მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც ხარისხობრივი გაუმჯობესების სივრცე ჯერ კიდევ არსებობს. პირველ რიგში ეს არის სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა. მსოფლიო ბანკის მონაწილეობით უკვე შემუშავდა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგია, რომელიც პროექტის შემუშავების სრულ ციკლს მოიცავს და წინასწარაა განსაზღვრული თითოეული პროექტის განხორციელებით დასახული სოციალური და ეკონომკური მიზნები.

2024 წლისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების არანაკლებ 60% უნდა იყოს შეფასებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ხოლო 2026 წლისთვის ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოოგიის შესაბამისად. აღნიშნული ინფიკატორების მიღწევა შესაძლებლობას იძლევა დაფინანსდეს ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური ეფექტის პროექტები. ამასთან, საჯარო ფინანსების მართვის განუყოფელი ნაწილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვიანობა, ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა.”-აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით რეფორმები გრძელდება და სამიზნე მაჩვენებლად დასახულია კარგი და უმაღლესი შეფასების ქონა 2026 წელს ინდიკატორების 90%-ში, ხოლო 2030 წელს 95%-ში.

“მომდევნო წლებში ჩვენს მიერ დაგემილი ღონისძიებები მიმართულია გამჭირვალობის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებისკენ, რაც მნიშვნელვანია საბიუჯეტო პროცესში მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის ჩართვისთვის.”–აცხადებს, ფინანსთა მინისტრი.