საზოგადოება
16/02/2023

2022 წელს სამუშაო ადგილზე 35 ადამიანი გარდაიცვალა, 330 კი დაშავდა

2022 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად, 35 ადამიანი გარდაიცვალა, 330 კი დაშავდა.

შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით ფატალური შემთხვევების რიცხვი 5%-ით შემცირდა. 2022 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაო ადგილზე დაშავებულთა რადენობა 23%-ით გაიზარდა.

გასულ წელს სამუშაო ობიექტზე დაშავებულ ადამიანთა რიცხვი 253 იყო. რაც შეეხება სტატისტიკას წლების მიხედვით, სამუშაო ადგილზე 2018 წელს 58 ადამიანი გარდაიცვალა, 2019-ში 45, 2020-ში 39, 2021 წელს 37.

 

Businesspartner