საზოგადოება
31/12/2021

2021 წელს საქართველოში კოვიდ 19-ით 11300-მდე ადამიანი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 2 100 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გუშინდელი მონაცემების იდენტურია.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 5,41%-ია, 14 დღის – 5,5%, 7 დღის – 5,28%.

ბოლო 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, პანდემიის პერიოდში, კოვიდ 19-მა საქართველოში 13800 ადამიანი იმსხპერპლა. მათგან 11300-მდე ადამიანი მხოლოდ მიმდინარე წელს გარდაიცვალა. წელს დადასტურდა 706 ათასი ახალი შემთხვევა.

დღიურად 5 532 ადამიანი აიცრა. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 551 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროებშიკი – 858.