საზოგადოება
02/11/2021

2020 წელს მეცნიერულ კვლევებზე ₾148.2 მლნ დაიხარჯა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს 58 დაწესებულება ახორციელებდა, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ ₾148.2 მლნ შეადგინა, რაც 5.7%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, 2020 წელს კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 6.2%–ით გაიზარდა და 14 589 შეადგინა, რომელთაგან 11 859 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები.

აქედან, მკვლევარების 53.4% ქალია, ხოლო 46.6% კაცი, ასევე 67.4% არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 30.3% - მაგისტრი და 2.2% ბაკალავრი.

რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.5%), ხოლო მამაკაცებში - 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე (31.9%).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022