ფოტო: GETTY IMAGES
მსოფლიო
31/03/2021

Xiaomi ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებაში $10 მლრდ-ს ჩადებს

მსოფლიოში სიდიდით მესამე სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Xiaomi ელექტრომობილების ინდუსტრიაში ერთვებადა მის განვითარებაში $10 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს.

კომპანიამ  განაცხადა, რომ ინვესტირებას ათწლეულის განმავლობაში განახორციელებს შვილობილ კომპანიაში, რომელიც ორიენტირებულია „ჭკვიანი ელექტრომობილების ბიზნესზე“.

BBC–ის ინფორმაციით, ტექნიკური გიგანტის მიზანია მომხმარებელს შესთვაზოს ხარისხიანი და ჭკვიანი ელექტრომობილები.

Xiaomi შექმნის შვილობილ კომპანიას, რომლის საწყისი ინვესტიცია დაახლოებით $ 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლეი ჯუნი იქნება და სწორედ ის უხელმძღვანელებს ახალ წამოწყებას.

”გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მრავალი განხილვის შემდეგ, ჩვენს ყველა პარტნიორს შორის, და ეს იქნება ჩემი ცხოვრების საბოლოო მთავარი სამეწარმეო პროექტი”, - თქვა მან განცხადებაში.

ჯერჯერობით, კომპანიას არ აქვს მითითებული, აწარმოებს თუ არა ის ბიუჯეტურ მოდელებს, თუმცა ფაქტია, რომ ჩინეთში უკვე ასობით კომპანიაა, რომელიც ელექტრომობილების ბაზრის წილის მოსაპოვებლად იბრძვის და როგორც BBC–ი წერს Xiaomi–ს ძლიერი კონკურენცია ელოდება.

 

Businesspartner