მსოფლიო
18/05/2023

World Economic Forum: უახლოეს 5 წელიწადში დასაქმებულთა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება კრეატიული აზროვნება იქნება

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი, მისი სიცოცხლის განმავლობაში, რამდენიმე სამსახურს იცვლის. ზრდასრული ამერიკელები 55 წლის ასაკამდე, საშუალოდ 12 თანამდებობას იკავებენ. თუმცა ახლა შევდივართ ეპოქაში, როცა უმრავლესობას ექნება არა ერთი, არამედ ბევრი კარიერა.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ პროგნოზით, საქმიანობის სფეროების ცვლილების სწრაფი ტემპები გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევთ.

სამუშაო ადგილების მომავლის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2027 წლისთვის იმ ძირითადი უნარების ორი მეხუთედი, რომლებსაც დღეს დასაქმებულები ფლობენ, ტექნოლოგიური ცვლილებების გამო დაიკარგება.

პროგნოზის თანახმად, თანამშრომელთა ძირითადი უნარების ნახევრის განახლება აუცილებელი იქნება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.

მოხსენების თანახმადვე, შრომის ბაზარზე მასშტაბური ცვლილებები გამოწვეულია მეოთხე სამრეწველო რევოლუციით, რომელიც დააჩქარა ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა რყევებმა და მზარდმა სოციალურ-ეკონომიკურმა ზეწოლამ. ეს ყველაფერი კი ქმნის მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლების კულტურის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

თანამშრომელთა მთავარი უნარების ჩამონათვალში კომპანიების უმეტესობა პირველ ადგილზე ასახელებს ანალიტიკურ აზროვნებას. მეორე ადგილზეა კრეატიული აზროვნება. შემდეგი მოდის ისეთი თვისებები, როგორებიცაა  მდგრადობა, მოქნილობა, მოტივაცია, ცნობისმოყვარეობა და სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ამასთან, ბიზნესი მოელის, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში დასაქმებულთა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარების ჩამონათვალში პირველ ადგილზე კრეატიული აზროვნება გადაინაცვლებს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
02

26/07/2021
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ტურიზმი

კანიონები და მღვიმეები ვიზიტორებს ჯერ კიდევ ვერ იღებენ
04

19/05/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022