Wendy's-ი 20 წლის შემდეგ ბრიტანეთში ბრუნდება
ამერიკის სიდიდით მეორე ბურგერების ქსელი Wendy's-ი 20 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდება.
BBC-ის ინფორმაციით, კომპანია ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სავაჭრო ობიექტის გახსნას და მინიმუმ 12,000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
აბიგაილ პრინგელმა, Wendy's-ს განვითარების მთავარმა ოფიცერმა, მედიასთან აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში Wendy's-ის დაბრუნებისთვის შესაფერისი დროა.
„ეს წამოწყება ხელს შეუწყობს ევროპის მასშტაბით გაფართოებას, რადგან Wendy's-ს სჭირდება ძლიერი ზრდა ატლანტიკის მეორე მხარეს, სადაც გასულ წელს ბრენდმა Burger King–ი დაამარცხა და აშშ-ის ჰამბურგერების ბაზრის N2 მოთამაშე გახდა. მაშინაც კი, თუ დიდი ბრიტანეთის ბაზარი არ გაფართოვდევა ისე, როგორც მოსალოდნელია, ხარისხზე და სერვისზე დაყრდნობით, კონკურენციის გაწევა შეგვიძლია
ქსელის მარკეტინგს სურს ხელი შეუწყოს ადგილობრივ პროდუქტების და ახალი გაუყინავი ხორცი შესთავაზოს მომხმარებლებს,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Wendy's 1969 წელს ოჰაიოში დაარსდა და ახლა უკვე 6 800 სავაჭრო ობიექტი აქვს. კომპანია Wall Street-ზე $5 მილიარდად არის შეფასებული. ქსელმა ბრიტანეთი 2001 წელს, ქონების ხარჯების და სხვა ზედნადებების მოტივით დატოვა.