მსოფლიო
09/12/2020

Wall street-ზე წყალიც ივაჭრება

კალიფორნიაში რესურსის სიმცირის შიშით, წყალზე ვაჭრობას იწყებენ. Wall street-ზე ვაჭრობით წყალი  ოქროს, ნავთობსა და სხვა საქონელს შეუერთდა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სიცოცხლის აუცილებელი ბუნებრივი რესურსი შეიძლება მთელ მსოფლიოში შემცირდეს.

Bloomberg–ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფერმერებს, ჰეჯ-ფონდებსა და მუნიციპალიტეტებს ახლა უკვე შეეძლებათ ჰეჯირება წყლის ხელმისაწვდომობაზე კალიფორნიაში, აშშ-ს სოფლის მეურნეობის უდიდეს ბაზარზე.

კლიმატის ცვლილებამ, გვალვებმა, მოსახლეობის ზრდამ და დაბინძურებამ, შესაძლოა, წყლის რესურსი და ფასები წლების განმავლობაში მწვავე თემად აქციოს“, - თქვა RBC Capital Markets- ის მმართველმა დირექტორმა და ანალიტიკოსმა დინ დრეიმ.

გაერო უკვე დიდიხანია ამბობს, რომ ადამიანებით გამოწვეული კლიმატის ცვლილება იწვევს ძლიერ გვალვას და უფრო მეტ წყალდიდობას, რაც წყლის ხელმისაწვდომობას სულ უფრო ნაკლებად პროგნოზირებს.– ნათქვამია Bloomberg–ის სტატიაში.

 

Businesspartner