მსოფლიო
29/03/2021

Volkswagen-ი ბაზრიდან Audi A3-ის 150 000-ზე მეტ ავტომობილს გამოიწვევს

Volkswagen-ი აშშ-ში მომხმარებლებისგან Audi A3-ის მოდელებს გამოითხოვს.

საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, კომპანიას აირბაგების სისტემის შესაძლო გაუმართაობის გამო, 150 000–ზე მეტი ავტომობილის გამოთხოვა მოუწევს.

უკან გაწვევა 2015–2020 წლებში გამოშვებულ Audi A3-ის ავტომობილებს, მათ შორის სედანს, Etron–ს და კაბრიოლეტის მოდელებს, ასევე S3 სედანს შეეხება.

Volkswagen-ი ვალდებულია ავომობილების მფლობელებს შეტყობინება 21 მაისამდე გაუგზავნოს.

Businesspartner