მსოფლიო
10/02/2021

Twitter-ის შემოსავალმა 2020 წლის ბოლოს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

BBC-ის ინფორმაციით, Twitter–ის შემოსავალმა 2020 წლის ბოლო კვარტლისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ”არაჩვეულებრივი წელია” პლატფორმისთვის.

2019 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით შემოსავლები 2020 წლის ბოლო კვარტალში 28%-ით გაიზარდა და 1,29 მილიარდი დოლარი შეადგინა.

8 იანვარს Twitter-მა გადაწყვიტა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის სამუდამოდ შეჩერება, რაც ვაშინგტონში მომხდარ არეულობას უკავშირდება. ამ ფაქტმა, შესაძლოა გავლენა იქონიოს მიმდინარე კვარტალში პლატფორმის პოპულარიზაციაზე.

ამის საპასუხოდ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ თქვა, რომ Twitter– ის აუდიტორიის 80% აშშ-ს მიღმაა, გლობალურ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს და მხოლოდ ახალ ამბებზე და პოლიტიკაზე არ არის დამოკიდებული. - წერს BBC-ი.

 

 

ფოტო: GETTY IMAGES

 

Businesspartner