მსოფლიო
04/04/2023

Twitter-ის ლოგო Dogecoin კრიპტოვალუტის გამოსახულებით შეიცვალა

Twitter-ის ლოგო Dogecoin კრიპტოვალუტის გამოსახულებით შეიცვალა.

Twitter-მა ორშაბათს შეცვალა თავისი საკულტო ლურჯი ფრინველის ლოგო პოპულარული კრიპტოვალუტის ლოგოთი - ძაღლი, რომელიც გამოსახულია ვირუსულ მიმებში.

პლატფორმის მფლობელ ილონ მასკს არ განუმარტავს ცვლილების მიზეზი, მაგრამ ზოგიერთმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ ეს იყო პირველი აპრილის ხუმრობა.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მასკმა აშშ-ში სასამართლოს მიმართა, სარჩელი Dogecoin-ის ინვესტორებს და სავარაუდოდო $258 მილიარდიან პირამიდულ სქემას ეხებოდა.

როგორც Reuters 2022 წლის ივნისში წერდა, საჩივრის თანახმად, მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მასკმა 2019 წლიდან კრიპტოვალუტის გაუფასურების შესახებ იცოდა, თუმცა, ამისდა მიუხედავად, მან Dogecoin-ს ხელი შეუწყო, რათა ვაჭრობიდან სარგებელი მიეღო.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ის ლოგოს შეცვლისას Dogecoin-ის ღირებულება 0,079 აშშ დოლარიდან 0,094 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ვალუტის ყველაზე მაღალი ღირებულებაა გასული წლის ნოემბრის შემდეგ.