მსოფლიო
23/03/2021

Twitter-ის დამფუძნებლის ჯეკ დორსის პირველი Tweet-ი $2.9 მლნ-ად გაიყიდა

ჯეკ დორსის პირველი Tweet-ი, რომელშიც ნათქვამი იყო Just setting up my twttr, 2.9 მლნ დოლარად გაიყიდა, - წერს BBC-ი.

2006 წლის 21 მარტს გამოქვეყნებული პოსტი აუქციონზე დორსიმ საქველმოქმედო მიზნით გაყიდა. მყიდველი მალაიზიელი სინა ესტავია, რომელმაც Tweet-ი ციფრული ვალუტით NFT-ით შეიძინა.

NFT უნიკალური ციფრული სერთიფიკატია, რომელშიც ნათქვამია, ვინ ფლობს ფოტოს, ვიდეოს ან ონლაინ ფორმის სხვა სახის მედიას. თითოეული NFT უნიკალურია და მოქმედებს, როგორც კოლექციონერის ელემენტი, რომლის დუბლირება შეუძლებელია.

NFT დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი საშუალებით ძვირადღირებული ციფრული ნამუშევრების გაყიდვაც ხდება.

ჯეკ დორსიმ განმარტა, რომ ვალუტა ბიტკოინში გადაიცვლება და შემდეგ Give Direct's's Africa Response ფონდს ადაეცემა.

"ეს არ არის მხოლოდ ტვიტი! ვფიქრობ, წლების შემდეგ ხალხი მიხვდება ამ ტვიტის ნამდვილ მნიშვნელობას, ისევე როგორც მონა ლიზას ნახატს,“ - გამოაქვეყნა სინა ესტავიმ ტვიტერზე.

Businesspartner