მსოფლიო
08/03/2021

Twitter-ი ახალ ფუნქციას ამატებს

Twitter-ი ახალი ფუნქციის დამატების შესახებ აცხადებს. „გაგზავნის გაუქმების“ ფუნქცია, რომელიც ამჟამად ტესტირებას გადის, ფასიან მომხმარებლებს გამოქვეყნებამდე ტვიტის გამოთხოვისთვის მცირე დროს სთავაზობს.

ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგაც კი ხელახლა დაფიქრდნენ სურთ თუ არა ამა თუ იმ კონკრეტული ტვიტის გამოქვეყნება.

შეგახსენებთ, რომ Twitter-ი ფუნქციის “სუპერ ფოლოუ" დამატებაზეც მუშაობს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გახდნეს სასურველი ანგარიშების ფასიანი გამომწერები.

ამ ფუნქციის დანერგვის შემთხვევაში მიმხმარებელი გადაიხდის დამატებითი კონტენტისასთვის, ექსკლუზიური განცხადებებისა და საინფორმაციო ბიულეტენებისთვის.

 

 

ფოტო: techcrunch.com

Businesspartner