მსოფლიო
01/03/2021
Twitter-ის Super Follow - შემოსავლის ახალი გზები
Twitter-ი ეძებს გზებს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მისთვის სასურველი ანგარიშების ფასიანი გამომწერი გახდეს.
კომპანიამ ამ ფუნქციას Super Follow-ს უწოდა. მისი დანერგვის შემთხვევაში მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა გადაუხადონ შექმნელებს დამატებითი კონტენტისთვის, ექსკლუზიური განცხადებებისა და საინფორმაციო ბიულეტენებისთვის.
Twitter-ის განმარტებით, კომპანია ცდილობს მონეტარული წახალისების ისეთი მოდელი შექმნას, სადაც მასალის შემქმნელები და გამომცემლები პირდაპირ, თავიანთი აუდიტორიის მიერ იქნებიან ფინანსურად მხარდაჭერილი.
Twitter-ი 2023 წლისთვის გეგმავს წლიური შემოსავლი გააორმაგოს და 7.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.