მსოფლიო
24/10/2020
Tesla-ს გაყიდვებმა რეკორდი დაამყარა
პანდემიის მიუხედავად, Tesla-ს გაყიდვებმა ახალი რეკორდი დაამყარა.
კომპანიის განცხადებით, სექტემბრამდე მიღებულმა შემოსავალმა $8.7 მლრდ შეადგინა, რადგან მიწოდების მაჩვენებელი 54%-ით არის გაზრდილი.
წელს Tesla-მ მომხმარებელს 320 000-ზე ნაკლები მანქანა მიაწოდა, აქედან თითქმის ნახევარი 139 593 სამი თვის განმავლობაში.
ეს მაჩვენებელი, წინა კვარტალთან შედარებით 54 -ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია.
როგორც BBC-ის სტატიაშია აღნიშნული, Tesla-ს გაყიდვების ზრდა, იმ პერიოდში, როდესაც პანდემია ბევრ სხვა ავტომწარმოებელს შეეხო შეუმჩნეველი არ დარჩენილა ინვესტორებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში წუწუნებდნენ ფირმის მოგების ნაკლებობაზე.
ფირმის აქციები წლის დასაწყისიდან 4-ჯერ გაიზარდა.