მსოფლიო
08/02/2021
Tesla-მ $1.5 მლრდ-ის ბიტკოინი იყიდა და კრიპტოვალუტის ფასიც გაიზარდა
ილონ მასკის ავტომობილების ფირმა Tesla-მ განაცხადა, რომ იანვარში დაახლოებით $ 1.5 მილიარდის ბიტკოინი იყიდა.
BBC-ის ცნობით, ამან ციფრული ვალუტის ფასი 17%-ით გაზარდა და 44,220 დოლარი შეადგინა, რაც რეკორდულად მაჩვენებელია.
ცოტა ხნის წინ მილიარდერმა სხვა ვალუტა Dogecoin-იც ახსენა, რომელის ფასიც მისი მოწონების შემდეგ 50%-ით გაიზარდა.
ფოტო: coingape.com