Starbucks-ი მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირებაზე $1.5 მლრდ-ს დახარჯავს
Starbucks Corp 2030 წლისთვის თითქმის გააორმაგებს თავის დანახარჯებს ნაკლებად ცნობილ მიმწოდებლებთან და მოვაჭრეებთან, ჩრდილოეთ ამერიკაში. საუბარია $1.5 მლრდ–მდე თანხაზე.
როგორც Starbucks-ის გლობალური წარმომადგენელი დენის ბროკმანი Reuters–სთან ამბობს, კომპანიას სჯერა, რომ მას შეუძლია COVID-19-თან დაკავშირებული გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხება დივერსიფიცირების გასაზრდელად გამოიყენოს.
"ეს შესაძლებლობას მოგვცემს მოვიძიოთ და მოვძებნოთ მეტი შავკანიანი და ფერადკანიანი ხალხი, რომლებიც აშენებენ ბიზნესს. პატარა კომპანიებს შეეძლებათ ისარგებლონ არსებული სიტუაციით," – აცხადებს ბროკმანი.
ყავის გლობალურმა ქსელმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად განაახლებს ხარჯვის პროგრესს.
Starbucks-მა და სხვა მსხვილმა რესტორანულმა კომპანიებმა, მათ შორის McDonald's Corp-მა (MCD.N), ახალი მიზნები დასახეს, რაც გამოწვეული იყო 2020 წლის მაისში მომხდარი შავკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით, მინეაპოლისის პოლიციის ოფიცრის მიერ.
Starbucks-მა სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ 2022 წლის ფისკალური ბიუჯეტის 15%-ს დახარჯავს უმცირესობის მფლობელობაში მყოფ მედია კომპანიებთან.